მთვლელი
BOOM.GE TOP.GE

ყველაფერი თქვენი კომფორტისათვის

ჩვენს შესახებ

კომპანია კასკო დაარსდა 2000 წელს. თავდაპირველად მისი მიმართულებები იყო ლოკალური სატელეფონო სადგურებისა და ტელეფონების აპარატების იმპორტი, კონდიცირება, დისტანციური მართვის ჭიშკრებისა და სამეთვალყურეო სისტემების, დომოფონების მონტაჟი და პროგრამირება.

ჩვენი მომხმარებლები არიან ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, იტალიის, საფრანგეთის, უნგრეთის, ირანის საელჩოები, ამერიკის სავაჭრო პალატა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ბანკები "პროკრედიტი" და "რესპუბლიკა".

2005 წელს კომპანია ხდება ესპანური ფირმა "CATA"-ს ექსკლუზიური წარმომადგენელი ამიერკავკასიაში.

2010 წელს კასკო ხდება ასევე იტალიური ფირმა Bialetti group-ის წარმომადგენელი, რომელიც თავისი სახელის ქვეშ აერთიანებს რამდენიმე ბრენდს: Bialetti-ს, Aeternum-ს, Rondine-სა და Girmi-ს.

2011 წელს კომპანია კასკო ხდება იტალიური ფირმა Stovmon (Academia Mugnano) და ესპანური JAY-სა და ასევე ესპანური CliC-ის წარმომადგენელი საქართველოში.

კომპანია კასკო აგრძელებს განვითარებას და 2012 წელს მომხმარებლებს სთავაზობს კიდევ უფრო გაზრდილ ასოტიმენტს. ახლა კასკო იტალიური კომპანიების – Pedrini-ს და Olimpia Splendid-ის, ასევე ესპანური Jofel-ის ექსკლუზიური დილერია ამიერკავკასიაში.

ორიენტირებული ვართ რა ხარისხსა და განვითარებაზე, ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ქართული ბაზრისა და მომხმარებლის მოთხოვნები და დავაკმაყოფილოთ ისინი.